რემპეიჯ ჯექსონის შვილი რინგზე ავიდა და ვრესლერს თავს დაესხა | VIDEO
UFC-ს ლეგენდარული მებრძოლის ქვინტონ "Rampage" ჯექსონის შვილი პროფესიონალ ვრესლერს თავს დაესხა. ეს ყველაფერი kick-ის პირდაპირი ტრანსლაციისას მოხდა. დაშავებული სტუარტ სმიტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Raja Jackson, 25, son of Quinton “Rampage” Jackson, attacked wrestler Stuart Smith last night nearly killing him.
— DramaAlert (@DramaAlert) August 24, 2025
Rampage shared a statement in defense of his son. pic.twitter.com/j1WzeLRd70
როგორც შემდეგ გაირკვა, ამ ყველაფრის მიზეზი ცოტა ხნით ადრე, თავად სტურტ სმიტის საქციელი გახდა.
Here is what lead to his actions pic.twitter.com/lT1IzyNxPq
— SPEEDO〽️ (✧ᴗ✧) (@Itz_SPEEDO) August 24, 2025
აღნიშნულს გამოეხმაურა თავად რემპეიჯ ჯექსონიც და მან საკუთარი შვილის საქციელი დაგმო.
მინდა ჩემი შვილი, რაჯას შესახებ ყველაფერი ცხადი გავხადო. დადასტურებულად ვიცი, რომ ვრესლერი გონზეა და კარგადაა. შოუს დაწყებამდე სმიტმა რაჯას თავში ლუდის ქილა ჩაარტყა. ამაზე რაჯამ უპასუხა, რომ სამაგიეროს რინგზე გადაუხდიდა. ვიფიქრე ეს ყველაფერი შოუს ნაწილი იყო. ეს უბრალოდ ცუდი გასამართლება აღმოჩნდა, რომელმაც არ იმუშავა. რაჯა MMA-ს პროფესიონალი მებრძოლია და ასეთ ღონისძიებებზე არაფერი ესაქმება. ჩემი შვილის საქციელს არ ვამართლებ. რამდენიმე დღის წინ, სპარინგისას თავში მოხვდა და ყველანაირი ფიზიკური აქტივობა შეზღუდული ჰქონდა. როგორც მამა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ძალიან ვწუხვარ და მინდა ბატონ სმიტსაც გამოჯანმრთელება ვუსურვო. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი რამ მოხდა. თუმცა, ამ მომენტში ჩემი მთავარი სადარდებელი ბატონი სმიტის სწრაფად გამოჯანმრთელებაა. ბოდიშს ვიხდი ჩემი შვილის საქციელის გამო. - წერს ჯექსონი
Raja Jackson, 25, son of Quinton “Rampage” Jackson, attacked wrestler Stuart Smith last night nearly killing him.
— DramaAlert (@DramaAlert) August 24, 2025
Rampage shared a statement in defense of his son. pic.twitter.com/j1WzeLRd70