ამანდა ნუნეშის და კაილა ჰარისონის ბრძოლა თეთრი სახლის ღონისძიებაზე გაიმართება
რამდენიმე ამერიკული სპორტული გამოცემა წერს, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე ამანდა ნუნეშისა და კაილა ჰარისონის ბრძოლა შედგება.
ჯერჯერობით, თავად დანა უაითს არცერთი ბრძოლა ოფიციალურად არ დაუსახელებია, თუმცა, ჭორები აქტიურად ვრცელდება. ამ საღამოზე ჩხუბის სურვილი კონორ მაკგრეგორმა და ჯონ ჯონსმაც გამოთქვა.
პირველი ჩხუბი, რომელიც 99%-ით შედგება, კაილა ჰარისონსა და ამანდა ნუნეშს შორის ჩაინიშნა.
🚨BREAKING: Kayla Harrison vs Amanda Nunes is Officially Confirmed for #UFCWhiteHouse. 🇺🇸
— Octagon Pulse | UFC MEDIA🚨 (@OctagonPulse) September 7, 2025
It will take place on the South Lawn of the White House this upcoming June. pic.twitter.com/IkEVIc3F5K
ჰარისონმა ქალთა სუპერმსუბუქი წონის ქამარი UFC 316-ზე მოიპოვა. ამერიკელმა ჯულიანა პენია მეორე რაუნდის საბმიშენით დაამარცხა და ამანდა ნუნეშთან პირისპირ დგომი იქვე შედგა.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ამანდა ნუნეში პენსიაზე UFC 289-ზე გამარჯვების შემდეგ გავიდა. ის ქალთა MMA-ში ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად მიიჩნევა.