"თუ UFC თვლის, რომ ჩემი დრო წავიდა, მაშინ კონტრაქტისგან დღესვე გამათავისუფლონ" - ჯონ ჯონსი
5 საათის წინ
სხვა
1 წთ
ჯონ ჯონსი თეთრი სახლის ღონისძიების მიღმა დარჩა და ამის გამო ძალიან განაწყენებულია. "ძვლებმა" ამის შესახებ ღიად ისაუბრა და სოციალურ ქსელში ყველაფერი დეტალურად ახსნა. როგორც ჯონსი ამბობს, UFC-სგან დამამცირებლად ცუდი შეთავაზება მიიღო.
მოგესალმებით ყველას, მინდა დანა უაითის განვლილი კვირის კომენტარებს გამოვეხმაურო, რადგან ჩემთვის და გულშემატკივრებისთვის სიმართლე მთავარია. დანა შენ გაბრაზდი, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე არ ვარ, მაგრამ მოდით რაღაცები გავარკვიოთ. მე და ჩემი გუნდი UFC-სთან მოლაპარაკებებს ვმართავდით, რეალურ მოლაპარაკებებს. ჩემი ორიგინალი ანაზღაურება დავწიე და რა მივიღე სანაცვლოდ? მოვტყუვდი.
დიახ, ართრიტი თეძოზე ნამდვილად მაქვს და მტკივნეულიც არის, მაგრამ არ ნიშნავს რომ ბრძოლა არ შემიძლია. მოდით პირდაპირ ვთქვათ, დამამცირებელი შეთავაზება რომ მიმეღო, ჩემი თეძო უცებ ჯანმრთელი გახდებოდა და თეთრ სახლში ვიქნებოდი? ეს უაზრობაა.
გასულ კვირას ღეროვან უჯრედებზეც კი ვიმკურნალე, რომ თეთრი სახლის საღამოსთვის მზადება და ქემფი დამეწყო. მესმის, რომ საქმიანი მოლაპარაკებები ზოგჯერ არ გამოდის, მაგრამ საჯაროდ გამოსვლა და შეცდომით რაღაცების თქმა არასწორია. იმ ყველაფრის შემდეგ რაც UFC-ს მივეცი, წლები, სატიტულო დაცვები, ბრძოლები და იმის მოსმენა, რომ ჩემი დრო წავიდა, იმედგამაცრუებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა პარასკევ საღამოს UFC გირეკავს და თეთრი სახლის ქარდზე ბრძოლის სანაცვლოდ ბევრად დაბალ თანხას გთავაზობს.
თუ UFC-ში თვლიან, რომ ჩემი დრო წავიდა, მაშინ პატივისცემით ვითხოვ კონტრაქტისგან დღესვე გამათავისუფლონ. - წერს ჯონსი საკუთარ სოციალურ ქსელში
Hey everyone, I wanted to address Dana White’s comments from this past weekend, because the truth matters to me and the fans.
— Jonny Meat (@JonnyBones) March 9, 2026
Dana, you were heated about why I’m not on the White House card, but let’s clear something up. My team and I were actually negotiating with the UFC for…
შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში ღონისძიება აშშ-ს 250 წლის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საღამოს გაიმართება. ამ დღის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.