"ილია ჩემთვის პატარაა, მაგრამ..." - ნეით დიასი
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
Out Cold პოდკასტში სტუმრობისას, ნეით დიასმა პოტენციურ ბრძოლებზე ისაუბრა. იმ შემთხვევაში თუ ნეითი საქმეში დაბრუნდება, ორი მეტოქე სურს - კონორი და ილია.
ახლა, რომ ვინმესთან ჩხუბი შემეძლოს... ყველანაირი პატივისცემით, თუ კონორი დაბრუნდება. დიახ, კონორ მაკგრეგორი.
ამ ეტაპზე სხვა არავინაა ვისთანაც ჩხუბი შეიძლება. ვუსურვებდი დაბრუნებულიყო და ყველა გაეოცებინა. ყველას სძულს. მინდა ვინმე ისეთი ვცემო, ვინც ყველაზე მაღალ წერტილშია. ჩემი აზრით, კონორი ამას აკმაყოფილებს.
ასევე არის ილია თოფურიაც, საკუთარ საქმეს კარგად აკეთებს. ის ჩემთვის პატარაა, თუმცა, ჩემთვის ეს ორი ჩუბია საუკთესო. - განაცხადა ნეით დიასმა
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ სულ ახლახანს დაამარცხა ჩარლზ ოლივეირა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.
რაც შეეხება ნეით დიასს, მან ბოლოს MMA-ს ბრძოლა 2022 წელს ჩაატარა.