Belive

"თუ აქამდე საშიში ვიყავი, ახლა უკიდურესად საშიში ვარ" - ილია თოფურია

3 საათის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯისთვის არც ისე სასიამოვნო სიტყვები თქვა. "მატადორი" ამბობს, რომ ახლა ოქტაგონზე სულ სხვა ილია გამოვა.

ჩემს ცხოვრებაში პირველად შევდივარ ოქტაგონზე ისე, რომ ჩემი ცხოვრება არაა დამოკიდებული იმაზე თუ რა მოხდება იქ. მადლობა ღმერთს სტაბილურობისთვის, რომლის შემდაც არც მე და არც ჩემს შვილებს არაფერი აკლიათ. ახლა თქვენ განსხვავებულ ილიას იხილავთ. თქვენ "მატადორის" 100%-ს კი არა, 200%-ს იხილავთ. ნახავთ იმას ვინც ამ ხელოვნებით სიამოვნებას იღებს. თუ აქამდე საშიში ვიყავი, ახლა უკიდურესად საშიში ვარ. - განაცხადა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯის და ილია თოფურიას ბრძოლა თეთრი სახლის ისტორიულ ღონისძიებაზე გაიმართება. ეს დაპირისპირება მთავარი ჩხუბი იქნება. როგორც მოგეხსენებათ, გეიჯი მსუბუქი წონის ჩემპიონია და ამ ტიტულის დაცვა დივიზიონის ჩემპიონთან მოუწევს. ბრძოლა 15 ივნისს შედგება.

სხვა სტატიები