Belive

"შესაძლოა რემატჩი უმარისთვის უარესიც იყოს" - რეი ლონგო

5 თვის წინ სხვა
1 წთ

აზერბაიჯანში გამართულ ღონისძიებაზე ნაზიმ სადიხოვი იბრძოდა, რომელიც მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელია. ქართველი მის კუთხეში იყო და ოქტაგონი გამარჯვებულებმაც დატოვეს. ბაქოში იმყოფებოდა მერაბის მწვრთნელი რეი ლონგოც, რომელმაც მერაბზე ისაუბრა. ლონგომ წონის შეცვლა კატეგორიულად გამორიცხა და ასევე უმართან რემატჩასაც შეეხო.

ვნახოთ... ჯერ სუპერმსუბუქ წონაში საქმის დასრულება ვაცადოთ. მესმის ყველა დაამარცხა, თუმცა, არ ვფიქრობ რომ წონას შეიცვლის. კვემსუბუქ წონაში "ალჯო" ასპარეზობს და სწორედ ამიტომ. ვთვლი, რომ თავის წონაში დარჩება.

უმარი მერაბისთვის მთავარი საფრთხეა. რევანშის შემთხვევაში ყველაფერი მსგავსად იქნება. შესაძლოა უმარისთვის უარესიც იყოს. მერაბმა ო'მალის პირველ ჩხუბში დაფინიშება ვერ შეძლო, თუმცა, ეს მეორე ჩხუბში მოახერხა. დვალიშვილი რაც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, მეტად საშიშია. უმარი ერთხელ უკვე დაამარცხა და დიდი თავდაჯერებაც მოიპოვა. - განაცხადა რეი ლონგომ

უმარ ნურმაგომედოვი პირველი იყო, რომელიც მერაბს ჩემპიონის რანგში დაუპირისპირდა. მათი ბრძოლა 19 იანვარს გაიმართა, სადაც "მანქანამ" უდავო გამარჯვება მოიპოვა და ტიტული პირველად დაიცვა.

სხვა სტატიები