Belive

სენდჰეგენის მწვრთნელმა მერაბთან ბრძოლაზე ისაუბრა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

კორი სენდჰეგენის მწვრთნელმა მერაბ დვალიშვილთან ჩხუბზე ისაუბრა. მან დვალიშვილის ყოფილ მეტოქეებს საბრძოლო გეგმა დაუწუნა და ისიც თქვა, რომ კორი ჩემპიონობისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ბევრი მებრძოლი მერაბის წინააღმდეგ ამას არ აკეთებს. ისინი გამოდიან და მთავარი მიზანი უბრალოდ ის არის, რომ მეტოქემ მიწაზე არ გადაიყვანოს. როდესაც ძირს გადავლენ სათადარიგო გეგმაზე იწყებენ ფიქრს. არ მინდა კორიმ ასე იფიქროს. შეგვიძლია გადმოვაბრუნოთ? შეგვიძლია მიწაზე გადავიყვანოთ? აი ასეთი აზროვნება ქმნის ჩემპიონებს. - განაცხადა ტრევორ ვიტმანმა

შეგახსენებთ, რომ კორი სენდჰეგენისა და მერაბ დვალიშვილის ჩხუბი 5 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ვინაიდან ბრძოლა ლას ვეგასში იმართება, ის ჩვენი დროით გამთენიისას დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში მერაბისთვის ეს მესამე წარმატებული ქამრის დაცვა იქნება.

სხვა სტატიები