Belive

"ილიას თეთრ სახლში ჩხუბი სურს, მეც მინდა იქ ვიყო" - ისლამ მახაჩევი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევმა ESPN MMA-სთან ინტერვიუ ჩაწერა. დაღესტნელი ბევრ მნიშვნელოვან თემას შეეხო, თუმცა, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ილიას შესახებ გაკეთებული კომენტარია.

ილიას და ჩარლზის ბრძოლა ვნახე. ოლივეირა ყოველთვის ფინიშს ეძებს და ამიტომაცაა ძალიან საშიში მებრძოლი. კარგი ჩხუბი იყო. არ ვიცი ილიასთვის შემდეგი ვინ იქნება. თუ ჩვენს ჩხუბზე ვილაპარაკებთ, მეც წინ კარგი ბრძოლები მაქვს. ვიცი, რომ ისიც მალე იჩხუბებს და ვნახოთ რა მოხდება. მას თეთრ სახლში ასპარეზობა სურს, მეც მინდა იქ ვიყო. MMA საზოგადოებისთვის ეს ძალიან დიდი ბრძოლა იქნება. ვიცი, რომ UFC-ს თეთრი სახლისთვის დიდი ბრძოლების ჩანიშვნა სურს, რომელი იქნება ამაზე დიდი? - განაცხადა ისლამ მახაჩევმა

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევს ჯეკ დელა მადალენასთან ჩხუბი აქვს ჩანიშნული. ქვესაშუალო წონის დაპირისპირება 16 ნოემბერს გაიმართება. რაც შეეხება ილიას, ჯერჯერობით მისი მომავლის შესახებ არაფერი ვიცით.

სხვა სტატიები