"შეასრულებს ილია საკუთარ სიტყვას და გადავა ქვესაშუალო წონაში?" - პადი პიმბლეტი
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
პადიმ საკუთარ YouTube არხზე UFC 322 განიხილა. მისთვის ყველაზე საინტერესო მადალენასა და მახაჩევის ჩხუბი იყო, რადგან ეს მის პოტენციურ მომავალსაც განსაზღვრავს.
ილია ამბობს, რომ მასთან ასვლა და ჩხუბი სურს, მაგრამ ამ წონაში ბევრი კანდიდატია. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ახლა ისაა თუ რა მოხდება ისლამის გარშემო. შეასრულებს ილია საკუთარ სიტყვას და გადავა ქვესაშუალო წონაში თუ მის მეორე სიტყვას შეასრულებს და ჩემთან იბრძოლებს. არ ვიცით რა მოხდება. შეიძლება ილიასთან ვიბრძოლო ან გეიჯის შევხვდე აბუ დაბიში. ილიას უნდა რომ მახაჩევს შეხვდეს, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება სანამ ისლამი არ გადაწყვეტს. - განაცხადა პადიმ
პადიმ ბოლო ბრძოლაში მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა. მან ეს ჩხუბი აპრილში UFC 314-ზე გამართა და გამარჯვება მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა.
ილია თოფურიამ კი, ბოლო ჩხუბი ჩარლზ ოლვეირას წინააღმდეგ ივნისში გამართა. მან მსუბუქი წონის ჩემპიონობა პირველი რაუნდის ნოკაუტის შემდეგ იზეიმა.