Belive

SBC სამიტი | 15-16 ოქტომბერს თბილისში iGaming-ის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

2 თვის წინ სხვა
1 წთ

15-16 ოქტომბერს, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, უმსხვილესი საერთაშორისო კონფერენცია, SBC Summit Tbilisi გაიმართება, რომელიც შავი ზღვის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების iGaming სექტორს გააერთიანებს.

გასულ წელს მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ წლევანდელი SBC Summit Tbilisi კიდევ უფრო მასშტაბური და განსაკუთრებული იქნება. betlive, რომელიც iGaming სექტორის მოწინავე კომპანიაა, სამიტის აქტიური მონაწილეა და სამიტზე 4 გამომსვლელით იქნება წარმოდგენილი. 15 ოქტომბერს, betlive-ს კაზინოს პროდუქტების ხელმძღვანელი, გაგი ნინოშვილი და CRM დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვარლამ სახვაძე მიიღებენ პანელში მონაწილეობას, ხოლო 16 ოქტომბერს betlive-ს CMO, გიორგი ნადარაია და პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი, ნიკოლოზ ნადარაია ისაუბრებენ.

სამიტზე მონაწილე iGaming-ის ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები iGaming-ის, ინოვაციისა და განვითარებადი ბაზრების შესაძლებლობებს ფართო ჭრილში განიხილავენ. საერთო ჯამში, SBC სამიტს 1000 დელეგატი დაესწრება.

15-16 ოქტომბერს გასამართი SBC სამიტის შესახებ სრული ინფორმაციის ნახვა, აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი.

სხვა სტატიები