betlive-სა და საქართველოს ჩოგბურთის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
betlive.com სპორტის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის არაერთ ქმედით ნაბიჯს დგამს. ქართული სპორტის მხარდაჭერის პროცესში, სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ წარმომადგენელსა და საქართველოს ჩოგბურთის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ქვეყნის მასშტაბით საჩოგბურთო ტურნირების ორგანიზებასა და სხვა აქტივობებს მოიცავს.
betlive-სა და GTA-ის (საქართველოს ჩოგბურთის ასოციაცია) შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, betlive Tennis Season აიღებს სტარტს და საქართველოს მასშტაბით, 6 საჩოგბურთო ტურნირი შედგება. გარდა ამისა, საქართველოს ჩოგბურთის ასოციაცია betlive-ის გენერალური სპონსორობის ქვეშ უამრავ საინტერესო აქტივობასა და ტურნირს გეგმავს, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება.