Belive

Paragraph Cup | სამოყვარულო ტურნირი სასტუმრო პარაგრაფში გაიმართება

2 თვის წინ სხვა
1 წთ

2-5 ოქტომბერს, შეკვეთილში, სასტუმრო პარაგრაფში, GTP Tour-ის ორგანიზებით ჩოგბურთის სამოყვარულო და უკვე ტრადიციად ქცეული ტურნირი აიღებს სტარტს. Paragraph Cup-ის წლევანდელი გათამაშების მთავარი სიახლე კი ის გახლავთ, რომ ჩოგბურთთან ერთად, პადელის ტურნირიც გაიმართება.

ჩოგბურთისა და პადელის ტურნირები 2 ოქტომბერს დაიწყება და 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. Paragraph Cup-ის გენერალური სპონსორი betlive იქნება, ხოლო საპრიზო ფონდი 12.000 ლარს შეადგენს. შეკვეთილი გამორჩეულ დღეებს გვპირდება, ორგანიზატორები კი საინტერესო მატჩებსა და განსაკუთრებულ სანახაობას აანონსებენ, პადელის მზარდი პოპულარობა კი  ტურნირს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს.

რეგისტრაცია აღნიშნულ ბმულზე 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გასათვალისწინებელია, რომ  ტურნირზე უპირატესობა რეიტინგის მქონე ჩოგბურთელებს მიენიჭებათ, მონაწილეთა რაოდენობა კი 48 მოთამაშემდეა შეზღუდული.

სხვა სტატიები