Belive

საქართველოს ძიუდოს ნაკრების ევროპის ვიცე-ჩემპიონია!

1 დღის წინ სხვა
2 წთ

სერბეთში, ქალაქ ბელგრადში, საქართველოს ძიუდოს ნაკრები, ევროპის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ჩავიდა. სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა ტიტული ვერ დაიცვა, თუმცა ვერცხლის მედალი მაინც მოიპოვა.

საქართველომ ასპარეზობა მეოთხედფინალში დაიწყო და უნგრეთის ნაკრები საკმაოდ მარტივად დაამარცხა (4:2).

ნახევარფინალში, საფრანგეთის ნაკრებთან, ლუკა მაისურაძემ, ირაკლი დემეტრაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მიჯრით დააიპონეს მეტოქეები - აი, საქმე ამის შემდეგ გართულდა. ლაშა შავდათუაშვილმა, რომელიც თავის შეხვედრას იუკოთი იგებდა, ბოლო 15 წამში 3 შიდო მიიღო და დამარცხდა, დამარცხდა ასევე ნინო გულბანიც და ანგარიში 3:3 გახდა (შეგახსენებთ, რომ სოფიო სომხიშვილი მონაწილეობას ვერ იღებდა, ამიტომ შეხვედრებს უკვე 0:1-დან ვიწყებდით). 'შემთხვევითმა წონამ' 73 კგ უჩვენა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტატამიზე დაბრუნება ისევ ლაშა შავდათუაშვილს მოუხდა და ამჯერად, ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მაქსიმე გობერი დაამარცხა.

ფინალში საქართველოს რუსეთის ნაკრები შეხვდა, რომელმაც ავსტრიისა და თურქეთის გზა 4:0-ით გაიარა. პირველ 2 შეხვედრაში დემეტრაშვილი და ლიპარტელიანი დამარცხდნენ, შავდათუაშვილმა გაიმარჯვა, ხოლო გადამწყვეტ ბრძოლაში ნინო გულბანმა დათმო შეხვედრა - საჭიროების შემთხვევაში, ბოლო შეხვედრა, ლუკა მაისურაძესა და ტიმურ არბუზოვს შორის უნდა გამართულიყო. რუსეთმა 4:1 მოიგო და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალსაც დაეუფლა.

სხვა სტატიები