Belive

ტიტულის დასაცავად | ევროპის პირველობის ფინალში რუსეთი გველოდება

2 საათის წინ სხვა
1 წთ

ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე (ძიუდოს გუნდური პირველობა), საქართველოს ნაკრები ფინალშია. ჩვენმა შერეულმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრები დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ახლა, მოქმედი ჩემპიონები, ტიტულის დაცვას, რუსეთის წინააღმდეგ შეეცდებიან.

ნახევარფინალში, საფრანგეთის ნაკრებთან, ლუკა მაისურაძემ, ირაკლი დემეტრაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მიჯრით დააიპონეს მეტოქეები - აი, საქმე ამის შემდეგ გართულდა. ლაშა შავდათუაშვილმა, რომელიც თავის შეხვედრას იუკოთი იგებდა, ბოლო 15 წამში 3 შიდო მიიღო და დამარცხდა, დამარცხდა ასევე ნინო გულბანიც და ანგარიში 3:3 გახდა (შეგახსენებთ, რომ სოფიო სომხიშვილი მონაწილეობას ვერ იღებს, ამიტომ შეხვედრებს უკვე 0:1-დან ვიწყებთ). 'შემთხვევითმა წონამ' 73 კგ უჩვენა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტატამიზე დაბრუნება ისევ ლაშა შავდათუაშვილს მოუხდა და ამჯერად, ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მაქსიმე გობერი დაამარცხა.

ნახევარფინალამდე, საქართველომ ასპარეზობა მეოთხედფინალში დაიწყო და უნგრეთის ნაკრები საკმაოდ მარტივად დაამარცხა (4:2).

ფინალში ჩვენი მეტოქე რუსეთის გუნდი იქნება, რომელმაც ბრწყინვალე გამოსვლა აჩვენა და ჯერ ავსტრია, შემდეგ კი თურქეთი, მშრალზე დაამარცხა.

სხვა სტატიები