Belive

"საოცარია რასაც ეს ბიჭი აკეთებს" - ჩიტო ვერა დვალიშვილზე

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC Vancouver-ის პრესკონფერენციაზე მარლონ ვერამ მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. "ჩიტო" ამბობს, რომ ქართველი მისთვის მოტივაციის წყაროა და ის ყოველდღე შრომის ძალას აძლევს.

მერაბი კარგია, ძალიან კარგი. მან აჩვენა, რომ წარმატებისთვის არაა აუცილებელი საუკეთესო სტრაიკერი იყო ან ყველაზე სუფთა გრეპლინგი გქონდეს. ის ყველაფერს ერთად აჯამებს და ქმნის იმას, რასაც ვხედავთ. საოცარია რასაც ეს ბიჭი აკეთებს. მერაბი ერთ-ერთია, ვინც მოტივაციას მაძლევს, რომ ყოველ დილით ლოგინიდან ავდგე. - განაცხადა ჩიტო ვერამ

ბოლოს ვერამ 2024 წლის 3 აგვისტოს იბრძოლა, სადაც დეივესონ ფიგერედოსთან დამარცხა. ახლა "ჩიტო" აიმან ზაჰაბის ხვდება და ელიტაში დაბრუნების კარგი შანსი აქვს.

რაც შეეხება მერაბს, ის პიოტრ იანს 6 დეკემბერს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში "მანქანა" ქამარს წელს მეოთხედ დაიცავს.

სხვა სტატიები