"უსმანს UFC-ში ტიტულზე გასვლამდე მაქსიმუმ ერთი ორთაბრძოლა ექნება" - ჩელ სონენი
14 საათის წინ
სხვა
1 წთ
ჩელ სონენი თვლის, რომ უსმან ნურმაგომედოვი UFC-ს კალიბრის მებრძოლია. მეტიც, ამერიკელის თქმით, ნურმაგომედოვს მსუბუქი წონის ქამრამდე მხოლოდ ერთი ჩხუბი აშორებს. უსმანის პოტენციურ მეტოქეთა შორის სონენი ილიასაც მოიაზრებს.
UFC-ს უსმანისთვის 5 მოწინააღმდეგე ჰყავს: ილია, პადი, ცარუკიანი და გეიჯი. პირდაპირ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება, თუ ჯერ ვინმეს გავლა მოუწევს, ვინ უნდა იყოს ის? ეს შეიძლება იყოს ჩარლზი, შეიძლება იყოს ცარუკიანი, ან თუნდაც ილია. ამის შემდეგ, თუ ყველაფერი კარგად წავა, პირდაპირ ქამარზე იბრძოლებს? დიახ. უსმანს მაქსიმუმ ერთი ორთაბრძოლა ექნება, სანამ ტიტულზე გავა. - განაცხადა ჩელ სონენმა
შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვმა ამ უქმეებზე PFL-ის ტიტული კიდევ ერთხელ დაიცვა. მან დაუმარცხებელ არჩი კოლგანს პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოუგო. გეტყვით, რომ დაღესტნელს PFL-თან კონტრაქტი ამოეწურა და ამ ეტაპზე თავისუფალი აგენტია.