"ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ის შეუძლია გააკეთოს, რასაც მოინდომებს" - ჰუკერი ილიაზე
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
დენ ჰუკერმა ილია თოფურიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ის "მატადორის" გავლილი გზით აღფრთოვანებულია და თვლის, რომ სამი დივიზიონის ჩემპიონობაც შეუძლია.
შედეგები და ნოკაუტები, რომელსაც ილია აჩვენებს, უბრალოდ სიგიჟეა. ასეთი მაღალი დონის მებრძოლების წინააღმდეგ დიდიხანია მსგავსი არაფერი გვინახავს. თოფურიას შეუძლია ზევით ავიდეს და პირველი სამმაგი ჩემპიონი გახდეს. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ის შეუძლია გააკეთოს, რასაც მოინდომებს. - განაცხადა დენ ჰუკერმა
შეგახსენებთ, რომ დენ ჰუკერს მომავალი ჩხუბი არმან ცარუკიანის წინააღმდეგ ელის. ამ დაპირისპირებამ შესაძლოა თოფურიას მომავალი მეტოქე გამოავლინოს. ჩხუბი 22 ნოემბერს დოჰაში შედგება.