"ილიას და ისლამის ბრძოლა თეთრ სახლში არ შედგება!" - მაიკლ ბისპინგი
11 საათის წინ
სხვა
1 წთ
მაიკლ ბისპინგმა საკუთარ YouTube არხზე ისლამ მახაჩევის პოტენციურ ჩხუბებზე ისაუბრა. ინგლისელმა გადაწყვეტით თქვა, რომ UFC თოფურია-მახაჩევის დაპირისპირებას ჯერ არ ჩანიშნავს. თავად მაიკლი თვლის, რომ დაღესტნელი მომავალი მოწინააღმდეგე მაიკლ მორალესი იქნება.
ვფიქრობდი, რომ ისლამი იან მაჩადო გარის შეხვდებოდა. რა თქმა უნდა ბევრი საუბრობს ილიაზე. თავად ილიასაც სურს ეს ჩხუბი. ვფიქრობდი ამ ბრძოლას თეთრ სახლში გამართავდნენ. საოცარი იქნება, თუმცა ეს არ მოხდება.
ვინ იქნება ისლამის მეტოქე თუ თოფურიასთან არ ჩხუბობს? ეს დადასტურებული არ არის, მაგრამ ილია ჯასტინ გეიჯსთან იბრძვის. დროებითი ქამარი უდავო ჩემპიონის ტიტულის წინააღმდეგ. ყველა ლოგიკის მიხედვით ეს ჩხუბი თეთრ სახლში უნდა შედგეს. - განაცხადა მაიკლ ბისპინგმა
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონის ჩემპიონია, რომელმაც ქამრისთვის ბრძოლაში ჯეკ დელა მადალენა დამაჯერებლად დაამარცხა. დიდი ხანია თოფურია მასთან ჩხუბს ითხოვს, თუმცა, ჯერ ილიას გეიჯისთან ბრძოლა მოუწევს.