Belive

"სახლში 10 ჩხუბის ჩატარებასაც შევძლებ" - პიოტრ იანი დვალიშვილის მიღწევაზე

1 დღის წინ სხვა
1 წთ

პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. როგორც ჩანს, მისთვის წელიწადში 4 საჩემპიონო ჩხუბი დიდად აღმაფრთოვენებელი არ არის. ის თვლის, რომ დვალიშვილმა ყველა ჩხუბი სახლში ჩაატარა და იმავეს თვითონაც ჩვეულებრივ შეძლებდა.

კითხვები იმის შესახებ, რომ მერაბი საოცარი მებრძოლია, არ არსებობს. საკუთარი ბრძოლებით აჩვენა, რომ დამსახურებული ჩემპიონია. ჩემი შედეგებითაც ვაჩვენე, რომ დამსახურებული ნომერ პირველი კანდიდატი ვარ.

პირველი ჩხუბის შემდეგ, ორივე ბევრი ინფორმაცია მივიღეთ ერთმანეთზე. თუ ჩემს ჩატარებულ რემატჩებს გადახედავთ, ნახავთ რომ მეორე ბრძოლებში უკეთესი ვიყავი. დარწმუნებული ვარ, რომ მერაბთან ჩხუბშიც ბევრრად კარგი ვიქნები.

ტაილანდში შოუში ერთად უნდა მიგვეღო მონაწილეობა. მე და მერაბი მწვრთნელები უნდა ვყოფილიყავით. მისთვის ბილეთებიც კი ჰქონდათ ნაყიდი, მაგრამ შეეშინდა და მის ნაცვლად სტერლინგი გამოგზავნა.

სად იყო მერაბის ბრძოლები? ყველა ლას ვეგასში. ერთი იყო მხოლოდ ლოს ანჯელესში, რომელიც აქედან 4 საათის გზაზეა. გამოდის რომ ყველა ჩხუბი სახლში ჩაატარა. სახლსი უკანა ეზოში ბრძოლა ძალიან ადვილია. როდესაც 2018 წელს UFC-სთან 5-ბრძოლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ყველა ჩხუბი, რომ სახლში ჩამეტარებინა ბევრად მარტივი იქნებოდა. სახლში 10 ჩხუბის ჩატარებასაც შევძლებ.

ჩემი აზრით, დვალიშვილი ნებისმიერ რემატჩს იმსახურებს, რომელსაც მოინდომებს. თუ მოვიგებ, საოცარი ტრილოგია გვექნება. - განაცხადა პიოტრ იანმა

შეგახსენებთ, რომ იანისა და მერაბის ჩხუბი 7 დეკემბერს გამთენიისას დაიწყება. სუპერმსუბუქი ქამრისთვის ბრძოლა UFC 323-ს მთავარი დაპირისპირება იქნება. აქვს იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს ეს დვალიშვილისა და იანის მეორე ჩხუბი იქნება. პირველ შემთხვევაში მერაბმა პიოტრის დამარცხება შეძლო.

სხვა სტატიები