"სადაც თოფურიაა საღამოს ნოკაუტის აღება რთულია"- კაი კარა-ფრანსი
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
როგორც იცით, ილია თოფურია მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას შეხვდება. ეს დაპირისპირება UFC 317-ზე შედგება, სადაც თანა-მთავარი ჩხუბი პანტოჟასა და კარა-ფრანსს შორის იქნება. ამ უკანასკნელს მთავარი ბრძოლის შესახებ ჰკითხეს და დარწმუნებულია, რომ ილია ნოკაუტით მოიგებს.
ზუსტად არ ვიცი მთავარი ბრძოლა რომელია, როგორც გავიგე ილია და ჩარლზი მსუბუქი წონის ტიტულისთვის იჩხუბებენ. ამ ღონისძიებაზე თანა-მთავარი ბრძოლა მაქვს. ყველა ღონისძიებაზე, სადაც თოფურიაა რთულია საღამოს ნოკაუტის აღება, რადგან ამას ილია გააკეთებს. - განაცხადა კაი კარა-ფრანსმა
😅🥊Kai Kara-France reacts to being a co-main event at #UFC317:
— Home of Fight (@Home_of_Fight) May 26, 2025
"It’s gonna be hard one to get knockout of the night, because [Ilia Topuria] probably gonna get it."
🎥 YT Combat TV▫️ pic.twitter.com/i13ojeYoow
შეგახსენებთ, რომ თოფურიას პროფესიონალურ კარიერაში 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან ყველა მოიგო. 16-დან ილიამ მეტოქის დანოკაუტება 6-ჯერ მოახერხა.