Belive

"უბრალოდ ვერ ვხედავ გზას თუ როგორ უნდა დაამარცხოს მერაბი" - რობერტ უიტეკერი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

რობერტ უიტეკერმა მერაბისა და იანის ბრძოლის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იანი ნამდვილად არის ის მოწინააღმდეგე, რომელსაც დვალიშვილის დამარცხება შეუძლია, თუმცა, ეს ადვილი საქმე ნამდვილად არ იქნება. უიტეკერის აზრით, მერაბთან გამარჯვება პიოტრისთვის წინაზე ბევრად რთული იქნება.

უბრალოდ ვერ ვხედავ გზას თუ როგორ უნდა დაამარცხოს მერაბი. გასამარჯვებლად საჭიროა მერაბისგან მერაბი წაიღოს. ის განსაკუთრებულია. მისი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. ვერ ვხედავ გზას როგორ შეძლებს მასთან გამარჯვებას. ცუდად არ გამიგოთ, იანია შესაშნავი მებრძოლია. უბრალოდ არ ვიცი გზა, როგორ შეუძლია მერაბი დაამარცხოს.

სტრაიკინგში მის მარტივად დამარცხებას ვერ შეძლებ. თუ რაიმე შეგეშლება, იმ წამსვე მიწაზე გადაგიყვანს. ამის შემდეგ წამოდგომით უფრო დაიღლები. მერაბი გამძლეობის ვამპირია. არ ვიცი როგორ უნდა დაამარცხო. მერაბი 150%-ით განვითარდა. - განაცხადა რობერტ უიტეკერმა

შეგახსენებთ, რომ იანისა და მერაბის ჩხუბი 7 დეკემბერს გამთენიისას დაიწყება. სუპერმსუბუქი ქამრისთვის ბრძოლა UFC 323-ს მთავარი დაპირისპირება იქნება. აქვს იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს ეს დვალიშვილისა და იანის მეორე ჩხუბი იქნება. პირველ შემთხვევაში მერაბმა პიოტრის დამარცხება შეძლო.

სხვა სტატიები