"რთულია სიტყვებით ამ ემოციის გადმოცემა, უბედნიერესი ვარ" - სანდრო ბაზაძე
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
სანდრო ბაზაძემ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა და პირველობა არავის დაუთმო.
ქართველმა მოფარიკავემ ფინალში ფრანგი მეტოქე, ჟან პატრის ფილიპი 15:9 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
მოგებული ფინალის შემდეგ სანდრომ ემოციები ვერ შეიკავა.
ძალიან რთულია სიტყვებით გამოვხატო. არ ვიცი, რა ვთქვა. უბედნიერესი ადამიანი ვარ - ჩემი საყვარელი ხალხის წინაშე გავხდი მსოფლიო ჩემპიონი. ამაზე მაგარი არაფერია და ყველა ქართველ სპორტსმენს ვუსურვებ ასეთ ბედნიერებას. - სანდრო ბაზაძე
ფოტო: საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია