"მახაჩევი საუკეთესო მსუბუქწონიანია" - ალექსანდრე თოფურიამ საუკეთესოები დაასახელა
ალექსანდრე თოფურია კატარში ბრძოლისთვის ემზადება. მებრძოლი უკვე ადგილზეა და ჩხუბამდე ბოლო დეტალებს ასრულებს. დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე, 29 წლის ქართველმა მებრძოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას თხოვა, რომ გემოევლინა UFC-ს ისტორიაში საუკეთესოები, რაზეც მან შემდეგი პასუხები გასცა.
საყურებლად საუკეთესო მებრძოლი UFC-ში - ილია თოფურია
საუკეთესო "თრეშ-თოქერი" - კონორ მაკგრეგორი და ჩაელ სონენი
საუკეთესო ევროპელი მებრძოლი UFC-ის ისტორიაში - ილია თოფურია
საუკეთესო მსუბუქწონიანი ისტორიაში - ისლამ მახაჩევი
საუკეთესო ნოკაური UFC-ის ისტორიაში - ილია თოფურია Vs. ჯაი ჰერბერტი
UFC-ის ისტორიაში საუკეთესო ბრძოლა - რობი ლოულერი Vs. რორი მაკდონალდი
UFC-ის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლი - ჯონ ჯონსი
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურია ბრძოლას 22 ნოემბერს გამართავს. მისი მოწინააღმდეგ ბეკჟატ ალმახანი იქნება. ყაზახ მებრძოლს UFC-ში 2 ჩხუბი აქვს და აქედან ერთი მოიგო. ალექსანდრე კი ერთხელ ვნახეთ ოქტაგონზე და გაიმარჯვა კიდეც.