Belive

ძიუდოს მსოფლიო ვარსკვლავები თბილისში | ვის ვიხილავთ თბილისურ ტატამიზე?!

11 საათის წინ ქართული სპორტი
3 წთ

თბილისში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღე დარჩა. საქართველოს დედაქალაქი 16-19 აპრილს კონტინენტის პირველობას უმასპინძლებს, რომელიც თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

4 დღის განმავლობაში, თბილისური ტატამი და ქართველი გულშემატკივარი, მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურ ბევრ ჩემპიონს იხილავს. გთავაზობთ ძიუდოისტების სიას, რომლებიც თბილისში ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

მამაკაცები

  • ტატო გრიგალაშვილი - 3-გზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი

  • ლაშა ბექაური - 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი

  • ლუკა მაისურაძე - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი

  • გურამ თუშიშვილი - მსოფლიოსა და 2-გზის ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი

  • გიორგი სარდალაშვილი - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი

  • ვაჟა მარგველაშვილი - 2-გზის ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი

  • ლაშა შავდათუაშვილი - მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი

  • ილია სულამანიძე - ევროპის ჩემპიონი, ოლიმიური ვიცე-ჩემპიონი

  • ტიმურ არბუზოვი (რუსეთი) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი

  • ჟოან-ბენჟამინ გაბა (საფრანგეთი) - მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი

  • ზელიმ კოცოევი (აზერბაიჯანი) - ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი

  • ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი) - 4-გზის ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი

  • ნემანია მაიდოვი (სერბეთი) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი

  • ვედატ ალბაირაქი (თურქეთი) - 2-გზის ევროპის ჩემპიონი

  • არმან ადამიანი (რუსეთი) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი

  • მატიას კასე (ბელგია) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი

  • დაიკი ბოუბა (საფრანგეთი) - ევროპის ჩემპიონი

  • ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) - 2-გზის ოლიმპიური, 2-გზის მსოფლიოსა და 3-გზის ევროპის ჩემპიონი.

  • ლუკა მხეიძე (საფრანგეთი) - ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი

  • ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი) - მსოფლიოსა და 3-გზის ევროპის ჩემპიონი.

ქალები

  • ეთერ ლიპარტელიანი - მსოფლიო ჩემპიონი

  • დისტრია კრასნიქი (კოვოსო) - ოლიმპიური და 3-გზის ევროპის ჩემპიონი.

  • ჟოან ვან ლიშუტი (ნიდერლანდები) - მსოფლიო ჩემპიონი

  • რაზ ჰერშკო (ისრაელი) - ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი

  • შირინ ბუკლი (საფრანგეთი) - 4-გზის ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი.

  • ალის ბელანდი (იტალია) - მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი

  • სარა-ლეონი სისიკი (საფრანგეთი) - 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი გუნდურ პირველობაში.

  • რომან დიკუ (საფრანგეთი) - 5-გზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი

  • ტიმნა ნელსონ-ლევი (ისრაელი) - ევროპის ჩემპიონი

  • სზოფი ოზბასი (უნგრეთი) - მოქმედი ევროპის ჩემპიონი

  • ლი ფონტეინი (საფრანგეთი) - 2-გზის ევროპის ჩემპიონი

  • ასუნტა სკუტო (იტალია) - მსოფლიო ჩემპიონი

  • ოდეტე გუფრიდა (იტალია) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი

  • ტარა ბაბულფატი (შვედეთი) - ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი

  • ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი) - 2-გზის ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი.

  • სანიე ვან დაიკი (ნიდერლანდები) - 2-გზის ევროპის ჩემპიონი

სხვა სტატიები