Belive

"ქართულ-ესპანური გაბრწყინება ზაგრებში" - IJF შერაზადიშვილის წარმატებას ეხმაურება

2 კვირის წინ სხვა
2 წთ

14-16 ნოემბერს, ხორვატიის დედაქალაქმა ზაგრებმა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ტურნირს - ზაგრების გრან პრის უმასპინძლა, სადაც საქართველოს ნაკრები 9 სპორტსმენით ასპარეზობდა.

ზაგრებში ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა, წარმოშობით ქართველს, ესპანეთის სახელით მოასპარეზე - ნიკოლოზ შერაზადიშვილს, რომელმაც ეფექტური გდებებითა და ბრწყინვალე ჭიდაობით ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში 700 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა.

შერაზადიშვილმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო, ამის გაკეთება კი შემდეგი სპორტსმენების დამარცხებით შეძლო.

  • 1/8-ფინალი | გუსტავო ასისი (ბრაზილია)

  • 1/4-ფინალი | მილან ბულაია (სერბეთი)

  • 1/2-ფინალი | პიოტრ კუჩერა (პოლონეთი)

  • ფინალი | ალექსი იერშოვი (უკრაინა)

ზაგრების გრან პრი 2025 | 100 კგ წონითი კატეგორიის კვარცხლბეკი

შერაზადიშვილი მთელი ტურნირის განმავლობაში ძალიან მაგრად გამოიყურებოდა, მან ულამაზესი გდებებითა და საკუთარი თავდაჯერებით შეძლო და 2024 წლის თბილისის გრანდ სლემის შემდეგ პირველად მოიგო IJF ტურში ოქროს მედალი.

მის ბრწყინვალე ასპარეზობას არ ჩაუვლია ისე, რომ IJF-ს წარმოშობით ქართველი 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი არ შეექო.

"ქართულ-ესპანური მონდომება და დომინირება იგრძნობოდა ტატამიზე. შერაზადიშვილმა შეძლო და IJF ტურში ძალიან კარგად დაბრუნდა, თანაც ეგრევე ოქროს მედლით და ეს ყველაფერი აბუ დაბისა და ტოკიოს გრანდ სლემის წინ შეძლო.

შერაზადიშვილს შეუძლია, რომ ამ წონითი კატეგორიის საუკეთესო იყოს..." - ვკითხულობთ IJF-ს გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ შერაზადიშვილი 29 წლის ქართველი ძიუდოისტია, რომელიც უკვე დიდი ხანია ესპანეთის დროშის ქვეშ ასპარეზობს. სწორედ ის გახდა პირველი ძიუდოისტი ესპანური ძიუდოს ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა, მოგვიანებით კი მეორე მსოფლიოს ოქროც შემატა საკუთარ მონაგარს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ნიკომ მსოფლიო ჩემპიონობა 90-კგ ში შეძლო, 3 წელია კი იგი 100 კგ-ში გადავიდა.

სხვა სტატიები