Belive

UFC-მ სარეიტინგო სისტემა შეცვალა

22 საათის წინ სხვა
1 წთ

2026 წლის 23 ივნისიდან UFC რეიტინგების შედგენისას ტრადიციულად აღარ იხელმძღვანელებს. განახლების შემდეგ, მებრძოლების რეიტინგში მოხვედრა ან გადაადგილება მხოლოდ ბრძოლის მონაცემებით მოხდება.

არსებული რეიტინგებით ყოველთვის უკმაყოფილო ვიყავი და მჯეროდა, რომ უკეთესი გზა არსებობდა. ჩვენი კომპანია ტექნოლოგიებისა და ინოვაციებისკენ ყოველთვის მიისწრაფვის. Meta-ს მიერ შემუშავებული ეს ინოვაცია სპორტს როგორც ფანებისთვის, ისე სპორტსმენებისთვისაც შეცვლის. - განაცხადა დანა უაითმა
View this post on Instagram

A post shared by Meta (@meta)

ახალი სისტემის თანახმად ყველა მოგება ან წაგება თანაბრად არ შეფასდება: Meta UFC Rankings-ის მიხედვით, უფრო მაღალი რეიტინგის მქონე მეტოქის დამარცხებას მეტი ფასი ექნება. Top 5-ის მებრძოლის დომინანტური ფინიშით დამარცხებაც მეტად დაფასდება, ვიდრე არარეიტინგულ მეტოქესთან მსაჯების გადაწყვეტილებით მოგება. სისტემა ასევე ითვალისწინებს სპორტსმენების აქტიურობას. იმ მებრძოლებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ ასპარეზობენ, უმოქმედობის გამო ჯარიმები დაეკისრებათ.

სხვა სტატიები