შავკატ რახმანოვი UFC-ში დაბრუნებაზე მიანიშნებს
როგორც ჩანს, მუხლის ტრავმებთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, შავკატ რახმანოვი ოქტაგონზე დაბრუნებას აპირებს.
დაუმარცხებელმა ქვესაშუალო წონოსანმა ახლახან გამოაქვეყნა პოსტი წარწერით „19-0 19-0-ის წინააღმდეგ“, რაც, სავარაუდოდ, ასევე დაუმარცხებელ პრეტენდენტთან, მაიკლ მორალესთან ბრძოლაზე მიანიშნა. რახმანოვმა ვარჯიში ამ წლის დასაწყისში განაახლა, ხოლო აგვისტოში სპარინგებსაც დაუბრუნდა.
ჯერჯერობით, ოფიციალურად არაფერია დადასტურებული, თუმცა რახმანოვისა და მორალესის დაპირისპირებას UFC-ის ქვესაშუალო წონის საჩემპიონო რბოლაში შესაძლოა უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდეს.
ორივე მებრძოლის ანგარიშზე ამჟამად სრულყოფილი შედეგია - 19 გამარჯვება და 0 მარცხი.
🚨 SHAVKAT RAKHMONOV TEASES #UFC RETURN
— West Till Death (@WestTillDeath) October 7, 2026
Shavkat Rakhmonov appears to be closing in on a return after a lengthy battle with knee injuries.
The undefeated welterweight recently posted “19-0 vs. 19-0,” seemingly teasing a matchup with fellow unbeaten contender Michael Morales.… pic.twitter.com/95SsVHEctg
შეგახსენებთ, რომ ყაზახმა მებრძოლმა ბოლოს 2024 წლის აგვისტოში იბრძოლა და იან გარი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. შავკატის ამხელა პაუზა მუხლზე მიღებულმა ოპერაციამ გამოიწვია. რახმანოვი, რომელიც ერთ დროს მთავარ საჩემიონო კანდიდატად განიხილებოდა, ახლა რეიტინგშიც არ ირიცხება.