Belive

ქართველების საშეჯიბრო ბადეები და სავარაუდო მეტოქეები ცნობილია | აბუ დაბის გრანდ სლემი 2025

1 კვირის წინ სხვა
4 წთ

2025 წლის ერთ-ერთი ბოლო შეჯიბრი აბუ დაბის გრანდ სლემია, შემდეგ კი IJF ტური ტოკიოს გრანდ სლემით დაიხურება.

აბუ დაბის გრანდ სლემი 28-30 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. ქართველები აბუ დაბიში 8 ძიუდოისტით იასპარეზებენ.

რამდენიმე წუთის წინ, აბუ დაბიში წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი მეტოქეების საშეჯიბრო ბადეები და შესაბამისად სავარაუდო მეტოქეებიც გაირკვა. გთავაზობთ თითოეული ქართველის საშეჯიბრო ბადესა და სავარაუდო მეტოქეს.

60 კგ

60 კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი - გიორგი სარდალაშვილი დაიცავს.

D სარდალა განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, ისრაელისა და გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებს შორის გამარჯვებული იქნება.

ყველაზე ძლიერი მეტოქე, რომელიც გიორგის ბადეში ჰყავს, სამხრეთ კორეელი - სიგუიეომ კიმი იქნება. ძიუდოს ექსპერტების აზრით, გიორგის იდეალური შანსი აქვს იმისა, რომ მინიმუმ ფინალამდე მივიდეს.

66 კგ

66-კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ - თემურ ნოზაძე იჭიდავებს.

ნოზაძე B ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც ყირგიზ - ადის ოროზმამატოვს დაუპირისპირდება. ყირგიზური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი თემური, ყაზახ - გუსმან ყირბიზბაევს დაუპირისპირდება.

73 კგ

73-ში ლეგენდარული - ლაშა შავდათუაშვილი და მიხეილ ბახბახაშვილი იჭიდავებენ.

A ბადეში გამოვა ლაშა შავდათუაშვილი, რომლის მეტოქეც, ისრაელისა და გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებს შორის გამარჯვებული იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შავდათუაშვილს ბადეში ასევე ლეგენდარული აზერბაიჯანელი ძიუდოისტი - ჰიდაიატ ჰეიდაროვი ჰყავს.

რაც შეეხება ბახბახაშვილს, მიხეილი C ბადეშია და პირველივე ეტაპზე შვეიცარიელ მსოფლიო ჩემპიონს - ნილს სტამპს დაუპირისპირდება.

81 კგ

81-ში იჭიდავებენ დიმიტრი გოჩილაიძე და ჯუმბერ მელაძე.

გოჩილაიძე B ბადეშია, სადაც მეორე ეტაპზე ყაზახ - აბილაიხან ჟუბანაზარს დაუპირისპირდება. ყაზახური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი მისი მეტოქე, ვიქტორ სტერპუსა და მაგამაედ ბორჩაშვილს შორის გამარჯვებული იქნება.

C ბადეში იასპარეზებს ჯუმბერ მელაძე, რომელიც საბერძნეთის სახელით მოასპარეზე - მიხეილ წულაშვილს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი გერმანელ - ტიმო კაველიუსს შეხვდება.

90 კგ

დიდხნიანი პაუზის შემდეგ საქმეში ერთვება 2-გზის ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი - ლაშა ბექაური.

ლაშა ბექაური B ბადეშია განთესილი, სადაც მისი მეტოქე ნიდერლანდელი - მარკუს ვან დაიკი იქნება. შემდეგ ეტაპზე კი ბექაურს რუს და ფრანგ ძიუდოისტებს შორის გამარჯვებული დაუპირისპირდება.

ძიუდოს ექსპერტების აზრით, ლაშა ბექაური ოქროს მედლის მოპოვების მთავარი კანდიდატია.

+100 კგ

მძიმე წონაში ირაკლი დემეტრაშვილი დაიცავს საქართველოს ნაკრების ღირსებას.

დემეტრაშვილი A ბადეში განთესილია, სადაც გერმანელ - ლოსენი კონეს შეხვდება.

ირაკლი დემეტრაშვილს ბადეში უშანგი კოკაური ჰყავს, რომელსაც ქართველი 1/4-ფინალში გადაეკვეთება.

შეჯიბრის განრიგი

  • დღე I - 60, 66 კგ (დასაწყისი 10:00, ფინალური ბლოკი - 17:00)

  • დღე II - 73, 81 კგ (დასაწყისი 13:00, ფინალური ბლოკი - 17:00)

  • დღე III - 90, 100 და +100 კგ (დასაწყისი 10:30, ფინალური ბლოკი - 17:00).

სხვა სტატიები