"პირველივე შეხებისას დავაძინებ" - თოფურია კროუფორდს გამოეხმაურა
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
რამდენიმე დღის წინ ტერენს კროუფორდმა UFC-ში საუკეთესო მოკრივის შესახებ ისაუბრა. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ტერენსმა საუკეთესოდ ილია არ დაასახელა. მისი თქმით, კოდი გარბრანდტი ბევრად უკეთესი მოკრივეა.
"მატადორი" ამ განცხადებას საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.
არ ვისაუბრებ იმის შესახებ თუ რამოხდებოდა ჩვენს შორის ოქტაგონში. გეტყვით იმას თუ რა მოხდება რინგზე. მას პირველივე შეხებისას დავაძინებ. - წერს ილია საკუთარ X-ს გვერდზე
Who wins in a fight? pic.twitter.com/Ku7nxYE0Lv
— Ilia Topuria (@Topuriailia) September 6, 2025
შეგახსენებთ, რომ ტერენს კროუფორდს წინ ძალიან მნიშვნელოვანი ჩხუბი ელის. 13 სექტემბერს ის კანელო ალვარესს ლას ვეგასში დაუპირისპირდება. ეს ორი მოკრივე ერთმანეთს WBA, WBC, IBF და WBO საშულო წონის მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის შეხვდებიან.