"ილიას წინააღმდეგ სატიტულო ბრძოლასთან ყველაზე ახლოს გეიჯია" - ჩარლზ ოლივეირა
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
ჩარლზ ოლივეირას თქმით, მსუბუქი წონის საჩემპიონო ჩხუბთან ყველაზე ახლოს ჯასტინ გეიჯია. სპორტულ მედიაში ილიასა და ჯასტინის ჩხუბთან დაკავშირებით ყველაზე მეტი ჭორი ვრცელდება. თოფურიას პიმბლეტთან ყველაზე დიდი დაპირისპირდების მიუხედავად, ჩარლზი მაინც ფიქრობს, რომ შანსს გეიჯი მიიღებს.
ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ, ვფიქრობ ყველაზე ახლოს გეიჯია. არმანს ნოემბერში ჩხუბი უკვე ჩანიშნული აქვს. გვყავს პადიც. მას და ილიას ერთმანეთი სძულთ, რაც ძალიან კარგია. ასევე ნოემბერშია ისლამისა და JDM-ის ჩხუბიც. თუ ისლამი მოიგებს, შესაძლოა ილიამ ზედა დივიზიონში ასვლის გადაწყვეტილება მიიღოს. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. - ამბობს ჩარლზ ოლივეირა
❗️Charles Oliveira thinks Justin Gaethje will get the next title shot at LW
— Dovy🔌 (@DovySimuMMA) October 10, 2025
Also thinks Ilia Topuria might move up to WW if Islam beats JDM
via One on One MMA pic.twitter.com/DdBtlk1Erz
შეგახსებებთ, რომ ბოლოს ილია თოფურიამ სწორედ ჩარლზ ოლივეირასთან იბრძოლა. "მატადორმა" მეტოქე პირველივე რაუნდში გათიშა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.