Belive

"ბაუტისტა ყველაზე დამსახურებული კანდიდატია" - მერაბ დვალიშვილი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

MMA Junkie-სთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილმა პოტენციური მეტოქის შესახებ ისაუბრა. "მანქანა" ამბობს, რომ ყველაზე დამსახურებული კანდიდატი მარიო ბაუტისტაა. დვალიშვილმა ისიც თქვა, რომ ერთადერთი მიზეზი თუ რატომ ვერ იღებს ბაუტისტა საჩემპიონი ჩხუბს, არის რომ მისი ბიძაშვილი ხაბიბი არ არის.

იმედი მაქვს უმარს მიტყიპავს და შემდეგ ბაუტისტას შევხვდები, რადგან ის კარგი მებრძოლია. კარგი გამარჯვებების სერია აქვს. მან ბევრი კარგი ბიჭი დაამარცხა და ყველაზე დამსახურებულია. ბაუტისტას ბიძაშვილი ხაბიბი არ არის. სწორედ ამიტომ სჭირდება 9-ბრძოლიანი საჩემპიონო ჩხუბი და შემდეგ, ალბათ, მიიღებს ქამრისთვის ჩხუბს. ზოგიერთს შეუძლია საჩემპიონო ჩხუბი 6-ბრძოლიანი მოგებების სერიით და უსახელო მეტოქეების დამარცხებით მიიღოს. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და კორი სენდჰეგენის ჩხუბი 5 ოქტომბერს გამთენიისას დაიწყება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი გაიმარჯვებს, ეს ქართველისთვის მესამე წარმატებული ტიტულის დაცვა იქნება.

სხვა სტატიები