"ვფიქრობ, ილია ისლამს დაამარცხებს" - კოლბი კოვინგტონი
3 საათის წინ
სხვა
1 წთ
კოლბი კოვინგტონმა ილიასა და ისლამს შორის თავისი ფავორიტი დაასახელა. მისი თქმით, ამ ბრძოლაში ილია გაიმარჯვებს. ამერიკელი ამ ყველაფერს ვოლკანოვსკითან ჩატარებული ჩხუბის გამო ფიქრობს.
ვფიქრობ, ილია ისლამს დაამარცხებს. ჩემი აზრით, დგომში დაჩაგრავს. ილია დაბალია და შესაბამისად გრავიტაციის ცენტრი მიწასთან ახლოსაა, ამის გამო მისი გადაყვანა რთული იქნება. ნახე რა მოხდა, როდესაც ისლამი ვოლკანოვსკის პირველად შეხვდა? ძალიან ახლო ჩხუბი იყო. ჩვენ ვნახეთ თოფურიამ რა უქნა ვოლკანოვსკის, მეორე რაუნდში გათიშა. - ამბობს კოლბი კოვინგტონი
Colby Covington picks Ilia Topuria to beat Islam Makhachev 👀😲
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) March 18, 2026
“I think Ilia would beat Islam. He would outstrike Islam. Ilia’s so short and center of gravity to the ground, he’s not gonna be easy to take down. Look what happened when Islam fought Volkanovski, it was very close… pic.twitter.com/p9gpt2tby1
შეგახსენებთ, რომ ილიას მომავალი ჩხუბი ჯასტინ გეიჯისთან ელის. თეთრ სახლში ჩხუბი 15 ივნისს მსუბუქი წონის ქამრისთვის შედგება.
რაც შეეხება ისლამს, გავრცელებული ინფორმაციით ხელის ტრავმა აწუხებს და დროებით ჩხუბისგან პაუზას იღებს.