Belive

პარაფარიკაობა | ნინა თიბილაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

3 თვის წინ სხვა
1 წთ

სამხრეთ კორეაში, ქალაქ იქსანში მიმდინარე პარაფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენმა, ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თიბილაშვილმა პირველივე შეხვედრა ტაილანდელ მეტოქესთან, ანგარიშით 8:15 დათმო, თუმცა შემდეგ ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო და ბრინჯაოსმედალოსანი გახდა.

ნინა თიბილაშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელ ნატალია მორკვიჩს შეხვდა და ანგარიშით 15:7 დაამარცხა. საქართველოს პარაფარიკაობის ქალთა ნაკრები ხვალ ხმალში, გუნდურ ასპარეზობაში მიიღებს მონაწიილეობას.

სხვა სტატიები