Belive

ნინა თიბილაშვილი პარაფარიკაობის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ინდონეზიაში, პარაფარიკაობაშიმ, სურაკარტა 2025 მსოფლიო თასის გათამაშება მიმდინარეობს. დღეს ხმლის დისციპლინაში, ქართველმა პარამოფარიკავემ, ნინა თიბილაშვილმა, ოქროს მედალი მოიპოვა.

თიბილაშვილმა პირველი წრე გამოტოვა და ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთო. ქართველმა ჯერ ჰონგ კონგელი პარამოფარიკავე დაამარცხა (15/1), მეოთხედფინალში სამხრეთ კორეელ ოპონენტს სძლია (15/11), ნახევარფინალში ისევ ჰონგ კონგელი სპორტსმენი დაამარცხა (15/5), ხოლო ფინალში ქართველ გვანცა ზადიშვილთან გაიმარჯვა (15/9).

რაპირით ინდივიდუალურ ასპარეზობაში, ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ირმა ხეცურიანმა პოლონელი სარა რაგოვსკაია ანგარიშით 15:7 დაამარცხა, ნინა თიბილაშვილმა კი ტაილანდელ პარამოფარიკავეს შეხვედრა 12:11 მოუგო.