მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურში ქართველმა პარამოფარიკავეებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
სამხრეთ კორეის ქალაქ იქსანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა პარამოფარიკავეებმა, გუნდურ ასპარეზობაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩვენი ნაკრების წევრებმა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, უკრაინის ნაკრები ანგარიშით 45:42 დაამარცხეს.
გუშინ, ინდივიდუალურ ასპარეზობაში ხმლით პარამოფარიკავეთა შორის, საქართველოს ბრინჯაოს მედალი ნინა თიბილაშვილმა მოუტანა. თიბილაშვილი მონაწილეობას გუნდურ შეჯიბრშიც იღებდა, მის გარდა საქართველოს ღირსებას იცავდა ირმა ხეცურიანი და გვანცა ზადიშვილი.
საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.