მსოფლიო რეიტინგში დიდი ცვლილებებია | ლიპარტელიანი პირველია, ქართველებს დიდი წინსვლა აქვთ
2026 წლის თბილისში გამართული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად დასრულებულია. ლაშა გუჯეჯიანის თავკაცობით, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მორიგი ისტორიული ევროპის ჩემპიონატი გამართა - კერძოდ, ქართველებმა 4 ოქროს მედალი მოიპოვეს, ჯამში კი 7 მედალი დაგვიგროვდა.
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც დიდი ცვლიულებებია.
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს პირველი ძიუდოისტია (57 კგ).
60 კგ
60 კგ-ში სამწუხაროდ ტიტული ვერ დაიცვა გიორგი სარდალაშვილმა, თუმცა ვერცხლის მედალი მაინც მოიპოვა, რითაც მსოფლიო რეიტინგში 560 ქულა დაიმატა, თუმცა მსოფლიო რეიტინგში წინ ვერ წაიწია, მეტიც, 1 პოზიციით დაქვეითდა და 60 კგ წონითი კატეგორიის მე-10 ნომერი გახდა (3176 სარეიტინგო ქულა).
66 კგ
66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი გვყავდა, თუმცა სამწუხაროდ მან სენსაციურად პირველივე ეტაპზე დამარცხდა და მხოლოდ 6 ქულა მოიპოვა, რითაც მსოფლიო რეიტინგში 11 პოზიციით დაქვეითდა და ახლა მსოფლიო რეიტინგის 33-ე ნომერია.
73 კგ
73 კგ-ში ლეგენდარული ლაშა შავდათუაშვილი და მიხეილ ბახბახაშვილი ასპარეზობდნენ.
ლეგენდარულმა ლაშა შავდათუაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და 13-წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონობა კარიერაში მეორედ მოიპოვა, რითაც 860 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა აქტივში და 8 პოზიციით დაწინაურდა (მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლა).
რაც შეეხება მიხეილ ბახბახაშვილს, მან 138 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 11 პოზიციით დაწინაურდა, რითაც მსოფლიოს 51-ე ნომრად გადაინაცვლა.
81 კგ
ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონობით 560 ქულა დაიმატა რეიტინგში - ტატო გრიგალაშვილმა, რომლითაც იგი 1 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოს მეორე ნომერი გახდა (4010 სარეიტინგო ქულა).
სამწუხაროდ წონის ლიდერი უცვლელია და პირველ პოზიციაზე რუსი - ტიმურ არბუზოვი რჩება.
90 კგ
90 კგ-ში ყოველთვის დიდი ამბები გვაქვს, ამჯერად უკეთესი ლუკა მაისურაძე აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარ კედლებში ოქროს მედალი მოიპოვა და ეს მისთვის მეორე ევროპის ჩემპიონობაა. ევროპის ჩემპიონობით, ლუკამ 800 ქულა მოიპოვა და 1 პოზიციით დაწინაურდა, რითაც რეიტინგში ლაშა ბექაურს გადაუსწრო.
ლაშა ბექაურმა 1/2-ფინალში გასვლით კი 288 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და ახლა იგი მსოფლიოს მე-4 ნომერია 3558 ქულით.
100 კგ
ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებით 400 სარეიტინგო ქულა დაიმატა ილია სულამანიძემ, თუმცა იგი მსოფლიო რეიტინგში 9 პოზიციით დაქვეითდა და ახლა 3082 ქულით მსოფლიოს მე-14 ნომერია.
+100 კგ
კონტინენტის პირველობა მესამედ მოიგო გურამ თუშიშვილმაც, რომელმაც ფინალში ლეგენდარული ჩეხი, ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონობით, გურამ თუშიშვილმა 800 ქულა დაიმატა, რითაც მსოფლიო რეიტინგში 5 პოზიციით დაწინაურდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, რითაც პირველ პოზიციაზე მყოფ ინალ ტასოევს მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება.
57 კგ
ევროპის ჩემპიონობის ოქრო დაუმატა მსოფლიო ჩემპიონობას - ეთერ ლიპარტელიანმა.
ევროპის ჩემპიონობით 800 ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი გახდა. ეთოს 5021 სარეიტინგო ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე მყოფ იაპონელ - მომო ტამაოკის 21 სარეიტინგო ქულით გადაუსწრო.