ზაგრების გრან პრი 2026 | საქართველო 14 სპორტსმენით იასპარეზებს
13-15 ნოემბერს, ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები, IJF-ს ოფიციალურ შეჯიბრს, ზაგრების გრან პრის უმასპინძლებს.
ზაგრებში საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით წარდგება და შანსი სრულად ახალგაზრდებს მიეცემათ.
შემადგენლობა
60 კგ - ლუკა ქალიაშვილი, შოთა ბაჩოშვილი.
66 კგ - მერაბ სამადაშვილი, საბა საბაშვილი.
73 კგ - გიორგი გივიშვილი, გიგი გიუნაშვილი.
81 კგ - საბა ჯახველაძე, გიორგი მუმლაძე.
90 კგ - საბა გველესიანი, ლუკა თევდორაძე.
100 კგ - ნიკოლოზ ზაალიშვილი, დავით პაპუკიშვილი.
+100 კგ - გიორგი ქარჩაიძე, შოთიკო გოჩიაშვილი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ შემადგენლობიდან უმეტესობა სულ 18-19-20 წლის ბიჭები არიან და IJF ტურში მათი დებიუტი შედგება.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ზაგრების გრან პრიზე, საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა: ვერცხლი - ლუკა მაისურაძემ, ბრინჯაოს მედალი კი - საბა ინანეიშვილმა მოიგო.