Belive

დაბრუნება 2 წლის შემდეგ | დიორა კელდიოროვამ ყაზახეთის ღია პირველობა მოიგო

14 საათის წინ სხვა
1 წთ

28 წლის უზბეკმა ძიუდოისი და ოლიმპიური ჩემპიონი, 2 წლიანი პაუზის შემდეგ ტატამიზე დაბრუნებული დიორა კელდიოროვა აქტაუს ღია პირველობის ჩემპიონია

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში აზერბაიჯანელი ფარიდა მირზაევა დაამარცხა, იქამდე კი 2 ყაზახს გულხან შინგისხანსა და ნურაილი სარსენბეკის მოუგო და 2 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება იგემა.

შეგახსენებთ, რომ უზბეკური ძიუდოს ისტორიაში პირველად, ქვეყანას ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს და თანაც ქალთა შორის. ამ ისტორიული მიღწევის ავტორი კი სწორედ - დიორა კელდიოროვაა.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, კელდიოროვა სამშობლოში დაბრუნდა და იქორწინა, რასაც შემდეგ ფეხმძიმობა და შვილის გაჩენა მოჰყვა, რის გამოც იგი 2 წელი ტატამიზე არ გამოჩენილა. 2 წლის შემდეგ კი ტატამიზე გამოჩენა ოქროს მედლით აღნიშნა.

კელდიოროვამ გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ უკვე ემზადება შემდეგი შეჯიბრისთვის და აბუ-დაბის გრანდ სლემის ტურნირისთვის, რომელიც 29-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ახლა კი ძიუდოს სამყარო ელოდება დიორა კელდიოროვასა და უტა აბეს დაპირისპირების გაგრძელებას - იქნება რევანში, თუ კიდევ ერთხელ დაამარცხებს უზბეკი გოგონა დაუმარცხებელ უტა აბეს?!

სხვა სტატიები