"მიკვირს ისლამი ილიას რომ არ ეჩხუბება" - პადი პიმბლეტი
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
პადი პიმბლეტი ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ ილიას გულშემატკივრობს. რამდენად სასაცილოც არ უნდა იყოს ეს თავად პადიმ თქვა. ლივერპულელი თვლის, რომ მისი კარიერისთვის უკეთესი თოფურიას გამარჯვება იქნება.
პადიმ ილიასა და ისლამის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.
მე რომ ისლამის ადგილას ვყოფილიყავი, ჯერ ილიას დავამარცხებდი და ჯეკ დელა მადალენას შემდეგ შევხვდებოდი. თუ ის ისევე გაანადგურებს თოფურიას, როგორც ეს მოიკანუს გაუკეთა... გამიკვირდა რატომ არ შეხვდა ილიას. მაგრამ, მესმის, რომ კიდევ ერთ ქვემსუბუქი წონის მებრძოლთან ჩხუბი არ უნდოდა.
სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ ილია ჩარლზს მოუგებს. მას 40 ჩხუბი აქვს ჩატარებული და ძლიერი დარტყმა თითქმის ყველგან გაუშვა. ჩემთვის უკეთესი იქნება თუ ილია მოიგებს, რადგან ის მე გამომიწვევს და მასთან ბრძოლას მივიღებ. შეიძლება გეიჯისთან ჩხუბი არც მომიწიოს. ჩემი კარიერისთვის უკეთესი იქნება თუ ილია გაიმარჯვებს და მისი პირველი საჩემპიონო დაცვა ვიქნები. - ამბობს პადი
შეგახსენებთ, რომ თოფურია-ოლივეირას ჩხუბი 29 ივნისს გაიმრთება. აქ გამარჯვებული მსუბუქი წონის ქამრის მფლობელი გახდება.
პადიმ ბოლო ბრძოლაში მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა და მსუბუქი წონის დივიზიონში მე-8 პოზიცია დაიკავა.