Belive

ილია თოფურია: "ჩემთან ბრძოლაში იმედგაცრუებულ ისლამს ნახავთ"

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია იმედოვნებს, რომ მისი და ისლამის ჩხუბი ჩაინიშნება. "მატადორი" არ აპირებს მაყურებელს ისეთი მოსაწყენი ჩხუბი შესთავაზოს, როგორიც მადალენა-მახაჩევი იყო.

გულწრფელად რომ გითხრათ, ამ ბრძოლაში ვნახე ჯეკი, რომელიც წინააღმდეგობას საერთოდ არ უწევდა. ისე ჩანდა თითქოს ჩხუბი საერთოდ არ უნდოდა.

საბოლოოდ ისლამმა თავისი საქმე გააკეთა. ბრძოლა სუპერ მოსაწყენი იყო. მას მაყურებელი საერთოდ არ ადარდებდა.

ყოველშემთხვევაში, იმედი მაქვს, ჩემი და ისლამის ბრძოლა შედგება. ისინი იხილავენ იმედგაცრუებულ ისლამს, რომელიც სუნთქვის აღსადგენად დომინანტურ პოზიციას ეძებს. მე კი ძალიან მონდომებული ვიქნები, რომ დავაძინო და ამას მივაღწევ კიდეც. - განაცხადა ილიამ

შეგახსენებთ, რომ ბოლოს თოფურიამ ივნისში იჩხუბა. "მატადორმა" მსუბუქ წონაში საჩემპიონო ბრძოლა გამართა, სადაც ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში გათიშა.

რაც შეეხება ისლამს, მან ქვესაშუალო წონის ქამრისთვის დაპირისპირებაში ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა.

სხვა სტატიები