Belive

"თუ დვალიშვილი უმსუბუქეს წონაში ჩამოვა, ჩემთვის მარტივი იქნება" - პანტოჟა

4 დღის წინ სხვა
1 წთ

უმსუბუქესი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილთან სუპერმსუბუქ წონაში ჩხუბს არ განიხილავს. ბრაზილიელის თქმით, მისთვის წონის პატარა განსხვავებას დიდი მნიშვნელობა ექნება. თუმცა, პანტოჟა ო'მალისთან ზედა წონაში ჩხუბზე თანახმაა.

როცა მახაჩევი ზედა წონაში ავიდა, ვნახეთ რომ განსხვავება ზომაში დიდი არ ყოფილა. 5 კილოგრამი ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე სხვა ბიჭებისთვის. მერაბი ერთ-ერთი საუკეთესოა. თუ ქამარი ო'მალის ექნება, ბრძოლისთვის მზად ვიქნები. თუმცა, მერაბი განსხვავებულია. თუ დვალიშვილი უმსუბუქეს წონაში ჩამოვა, ჩემთვის მარტივი იქნება. - ამბობს პანტოჟა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს წინ პიოტრ იანთან განმეორებითი ჩხუბი ელის. დაპირისპირება 7 დეკემბერს გამთენიისას დაიწყება. იმავე ღონისძიებაზე გამოვა პანტოჟაც, რომელიც ჯოშუა ვანს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები