Belive

"მერაბს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ წონის შეცვლას არ ვაპირებ" - ალექს პანტოჟა

5 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის დივიზიონი ფაქტობრივად გაასუფთავა. ყველა მებრძოლი, რომელიც სპორტში რაღაცას წარმოადგენდა, ყველა დაამარცხა. სწორედ ამის გამო, გულშემატკივრებში მისი და უმსუბუქესი წონის ჩემპიონის - ალექს პანტოჟას ბრძოლის იდეა გაჩნდა. თავად სპორტსმენებს კი ერთმანეთთან ჩხუბი არ სურთ. ამის შესახებ ბრაზილიელმაც განაცხადა.

მერაბს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ წონის შეცვლას არ ვაპირებ. ის ნამდვილი ჩემპიონია. ო'მალისთან ჩხუბამდე ვამბობდი, რომ "შუგას" მოგების შანსი არ ჰქონდა. შონს შეუძლია მოწევას და ყველაფერს შეეშვას, მაგრამ მერაბს მაინც ვერ დაამარცხებს. ამ ეტაპზე დვალიშვილთან ჩხუბით დაინტერესებული არ ვარ. მინდა ჩემი დივიზიონი უფრო გავზარდო. - ამბობს პანტოჟა

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლაში მერაბმა შონ ო'მალი მეორედ დაამარცხა. ამ გამარჯვებით "მანქანამ", გარდა ჩემპიონობისა, საკუთარ დივიზიონში ყველა დროის საუკეთესოს სტატუსი გაიმყარა. ამჟამად, დვალიშვილი მებრძოლთა საერთო რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები