Belive

"ახლა ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ მას ჩემთან ჩხუბი არ უნდა" - იან გარი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

იან გარი თვლის, რომ ისლამ მახაჩევს ტრავმა არ აწუხებს და ეს მხოლოდ მასთან ჩხუბისგან თავის ასარიდებლად მოიფიქრა. შეგახსენებთ, რომ თოფურიას მენეჯერმაც იგივე თქვა, როდესაც მახაჩევთან ჩხუბი მოითხოვა. როგორც ამბობენ, მახაჩევს ხელი აქვს დაზიანებული და სწორედ ამის გამო ოქტაგონზე უახლოს მომავალში ვერ გამოვა.

ისლამის ტრავმის შესახებ მეც გავიგე, მაგრამ არ მჯერა. არ ვიცი რა დავიჯერო. არ მჯერა, რომ ჯეკთან ბოლო ბრძოლაში ხელი იტკინა. შეიძლება ცხენზე ჯირითისას დაიზიანა. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ მიზეზია. ახლა ყველაფერი იმას მეუბნება, რომ მას ჩემთან ჩხუბი არ უნდა. ზუსტად ისე იქცევა, როგორც ყველა ჩემპიონი ქამრის მოპოვების შემდეგ. - განაცხადა იან გარიმ

იან გარი ქვესაშუალო წონის რეიტინგში მეორე ადგილზეა და საჩემპიონო ჩხუბის მთავარი კანდიდატია. ირლანდიელმა ბოლო ჩხუბი ყოფილი ჩემპიონის ბელალ მუჰამედის წინააღმდეგ გამართა და მოიგო კიდეც.

სხვა სტატიები