Belive

"მერაბზე მეტად დაღლილი ნამდვილად არ ვყოფილვარ" - უმარ ნურმაგომედოვი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ბრაიან კემპბელთან ინტერვიუში უმარ ნურმაგომედოვმა მერაბთან პირველი ჩხუბი გაიხსენა. დაღესტნელის თქმით, "მანქანამ" მისი დაღლა ვერ შეძლო. ყოველ შემთხვევაში ამბობს, რომ ის მერაბზე მეტად ნამდვილად არ დაღლილა.

სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ მასზე მეტად დაღლილი ვიყავი. როდესაც რაღაცას იტეხავ, შენი სხეული ადრენალინს გაძლევს, რომ ტკივილი ჩაცხრეს. მერაბი კარგია და ამის არ აღიარება შეუძლებელია. ბევრი რამ ხდება და შემდეგ ყველაფერი გამოჩნდება. ჩემი აზრით, მომავალ ჩხუბში ბევრ კითხვას პასუხს გავცემ.

რა თქმა უნდა, მასთან პირველი ჩხუბით საერთოდ არ ვამაყობ. ეს ბიჭი უნდა დამემარცხებინა. შემდეგ ჯერზე უკეთ მოვემზადები. - თქვა უმარმა

უმარ ნურმაგომედოვს წინ მარიო ბაუტისტასთან ბრძოლა ელის, რომელიც 4 დღეში აბუ დაბიში გაიმართება. რაც შეეხება მერაბს, ის 6 დეკემბერს იჩხუბებს და გამარჯვების შემთხვევაში, ერთ წელში მე-4 სატიტულო დაცვას გაინაღდებს. ბუნებრივია, რომ ეს UFC-ს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

სხვა სტატიები