"გეიჯი ჩემპიონია და ახლა ამერიკელი გვყავს ქამრით, რომელიც თეთრ სახლში იჩხუბებს" - კორმიე
17 საათის წინ
სხვა
1 წთ
დენიელ კორმიემ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის თეთრ სახლში ჩხუბზე მიგვანიშნა. ყოფილმა ჩემპიონმა დეტალურად აგვიხსნა თუ რატომ აწყობს კომპანიას ამ დაპირისპირების ისტორიულ ღონისძიებაზე გამართვა.
არ ვიცი თეთრი სახლის ღონისძიებაზე რა ბრძოლა ჩატარდება, მაგრამ ჩანს, რომ რაღაც დიდს გვიმზადებენ. რაღაც ისეთს, რაც ასეთ ქარდზე ყოფნას იმსახურებს. იმის გათვალისწინებით თუ ვინ არის თოფურია, ვინ არის გეიჯი - ამერიკელი ბიჭი, რომელიც ტიტულს ფლობს... შეხედეთ, UFC-მ პადი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა ჩანიშნა. პედი - ვარსკვლავი, რომელიც ილიას შეხვდებოდა. გეიჯიმ ეს ჩხუბი მოიგო და ახლა ამერიკელი ბიჭი გვყავს ქამრით, რომელიც თეთრ სახლში იჩხუბებს. ილიასთან დაპირისპირება 4 ივნისს უნდა შედგეს.
რატომ არა არმანი? ეს აზრი იმუშავებდა გეიჯის ქამარი რომ არ ჰქონდეს. ახლა კი გვყავს ამერიკელი ბიჭი, ამერიკული ტიტულით, რომელიც თეთრ სახლში იჩხუბებს. ამან იმუშავა. - განაცხადა დენიელ კორმიემ
🇺🇸Daniel Cormier says Arman not getting a title shot really ‘worked out’ because you have Justin Gaethje vs Ilia Topuria at the White House
— Dovy🔌 (@DovySimuMMA) February 10, 2026
“American guy holding the title going into the White House, it worked”
via @dc_mma pic.twitter.com/7hlhbKOl0V
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯი მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონია. მან ქამრისთვის ჩხუბში პადი პიმბლეტი დაამარცხა. ახლა გეიჯის ტიტულის დაცვა ილიასთან მოუწევს, რადგან ამ დივიზიონის ჩემპიონი თოფურიაა.