"მერაბი იანს გაანადგურებს" - უმარ ნურმაგომედოვი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
WEIGHING IN-თან ინტერვიუში უმარ ნურმაგომედოვმა მერაბისა და იანის განმეორებით ბრძოლაზეც ისაუბრა. დაღესტნელის აზრით, პირველი ჩხუბის შემდეგ ქართველი ძალიან განვითარდა და პიოტრის დამარცხება არც ამ ჯერზე გაუჭირდება. უმარი თვლის, რომ დვალიშვილი რუსს უბრალოდ გაანადგურებს.
პიოტრ იანთან ბრძოლის შემდეგ, მერაბი ბევრად უკეთესი გახდა. კორი სენდჰეგენთან ჩხუბში აჩვენა, რომ შეუძლია მთელი ღამე იჭიდავოს. ეს პიოტრ იანისთვის დიდი გასაჭირი იქნება. მას გდებების ცუდი დაცვა აქვს, მაგრამ ხელები კარგი აქვს და ნოკაუტის გამოძერწვაც შეუძლია. თუ ამ ჩხუბში TKO არ იქნება, მაშინ მერაბი მიწასთან გაასწორებს. - ამბობს უმარი
👀🤝Umar Nurmagomedov says Merab will maul Petr Yan in the rematch:
— Home of Fight (@Home_of_Fight) October 20, 2025
"From their last fight Merab became much better. [Petr Yan] can TKO him. But if he won’t, Merab will maul him."
🎥 @WeighingIn pic.twitter.com/X90Gm7gguO
უმარ ნურმაგომედოვს წინ მარიო ბაუტისტასთან ბრძოლა ელის, რომელიც 4 დღეში აბუ დაბიში გაიმართება. რაც შეეხება მერაბს, ის 6 დეკემბერს იჩხუბებს და გამარჯვების შემთხვევაში, ერთ წელში მე-4 სატიტულო დაცვას გაინაღდებს. ბუნებრივია, რომ ეს UFC-ს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.