ქართველების დებიუტი UFC-ის 21 ივნისის ქარდზე
UFC Fight Night 279 თბილისის დროით 21 ივნისს გაიმართება. საღამოს მთავარი მოვლენა უმსუბუქესი წონის ორი გამორჩეული მებრძოლის, მანელ კაპესა და კიოჯი ჰორიგუჩის დაპირისპირება იქნება. ეს მათი მეორე შეხვედრაა - პირველად ისინი 2017 წელს „RIZIN“-ის ორგანიზაციაში შეხვდნენ, სადაც ჰორიგუჩიმ მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა. მას შემდეგ ორივე სპორტსმენმა დიდი გზა გაიარა და ეს რემატჩი ტიტულზე პრეტენდენტის ვინაობასაც დიდწილად განსაზღვრავს.
აღნიშნული ღონისძების თანამთავარი ჩხუბი გიგა ჭიკაძესა და ვინისიუს ოლივეირას შორის უნდა გამართლიყო, თუმცა ქართველი ჩხუბს ჩაეხსნა და ის ანდრე ფილიმ ჩაანაცვლა.
ქართველი გულშემატკივრებისთვის UFC-ის ეს ღონისძიება მეტად მნიშვნელოვანია. ამ ქარდზე ორი ქართველი მებრძოლის დებიუტი შედგება:
ქარდის პირველი ჩხუბი ოთარ თანზილოვსა და შეინ კოლინზს შორის გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ თანზილოვი სუპერმსუბუქი წონის (Bantamweight) მებრძოლია, ეს ჩხუბი ერთი წონით ზემოთ გაიმართება, რადგან მებრძლები ივენთამდე ერთი კვირით ადრე შეთანხმდნენ ჩხუბზე.
თანზილოვი (კარიერული რეკორდით 10-1) ქართული MMA-ის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი და ნიჭიერი მებრძოლია, რომლის UFC-ში გამოჩენასაც ქართველი გულშემატკივრები დიდი ხანია ველით. მისი მეტოქე, დაუმარცხებელი ამერიკელი - შეინ კოლინზი იქნება (7 გამარჯვება, 0 მარცხი). ოთარისთვის მთავარი ამოცანა იქნება გაუმკლავდეს სადებიუტო მღელვარებას და ოქტაგონზე თავისი მრავალფეროვანი არსენალი სრულად გამოიყენოს.
🚨NEW UFC FIGHTER🚨
— The Matchmaker (@MMA__Matchmaker) June 12, 2026
DWCS vet 🇬🇪Otari Tanzilovi (10-1) has signed with the #UFC and will debut at #UFCVegas119 on June 20th.
He's taking on fellow newcomer Shane Collins#MMA pic.twitter.com/OkTKhlHhJ5
თანზილოვის მსგავსად UFC-ში დებიუტი ექნება ლევან ჩოხელსაც. ქართველის პროფესიონალური რეკორდი ამჟამად 14 გამარჯვებასა და 3 მარცხს შეადგენს, რაც სოლიდური მაჩვენებელია ქვესაშუალო (Welterweight) წონაში.
ლევანი საკმაოდ კარგი სტრაიკერია. მისი 14 გამარჯვებიდან 11 ნოკაუტითაა მოპოვებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას ქვესაშუალო წონისთვის მძიმე და სახიფათო დარტყმები აქვს.
ჩოხელის მეტოქე ლეონ შაჰბაზიანი იქნება - UFC-ის მებრძოლი, ედმენ შაჰბაზიანის უფროსი ძმა. ედმენისგან განსხვავებით, რომელიც მკვეთრად გამოხატული სტრაიკერია, ლეონი გრეპლინგზეა ორიენტირებული და მისი 12 გამარჯვებიდან 11 დანებებით ან მტკივნეული ილეთებით აქვს მოპოვებული.
🚨FIGHT NEWS🚨
— Kevin (@realkevink) June 6, 2026
Levan Chokheli vs Leon Shahbazyan at #UFCVegas119 June 20th
📰: @iHeartGeorgius1 pic.twitter.com/4Ctt5uzCvi