"მერაბი განვითარებას აგრძელებს" - ო'მალის მწვრთნელი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
შონ ო'მალის მწვრთნელმა მერაბისა და კორის ჩხუბი განიხილა. ტიმ ველშმა დეტალურად ახსნა თუ როგორ შეძლო დვალიშვილმა სენდჰეგენის დამარცხება. ტექნიკურ დეტალებთან ერთად, ტიმმა სხვა საკითხებზეც ისაუბრა.
მერაბი განვითარებას აგრძელებს. წინა ბრძოლებში, ჟოზე ალდოსთან და იანთან, ის უბრალოდ ცალ ფეხს აიღებდა და ამ პოზიციაში იჭედებოდა. ეს ბიჭები კი სხვადასხვა ჩავლებებით თავს კარგად იცავდნენ. ახლა კორისთან პოზიციებს ცვლიდა და ბოლოს ორივე ფეხში ერთად შედიოდა. მერაბი საკუთარი გდებების დაფარვაში ძალიან კარგია.
მერაბის დონეების ცვლას პატივი უნდა ვცეთ. ამას ძალიან სწრაფად აკეთებს. ბრძოლიდან ბრძოლამდე ფეხზე უფრო და უფრო თავდაჯერებულია. საკუთარ დარტყმებს თეძოებიდან უშვებს და ამის გამო სივრცეები რჩება. აქ კი მერაბს საკუთარი სწრაფი რეაქცია ეხმარება. როგორც კი კონტრ დარტყმას უშვებ, მაშინვე ფეხში შემოდის. ეს ძალიან რთული საბრძოლო სტილია. მან ხუთი ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა და განვითარებას კიდევ განაგრძობს. - ამბობს ტიმ ველში
შეგახსენებთ, რომ მერაბმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მესამედ დაიცვა. ამ მიღწევით ის ლეგენდარულ დომინიკ კრუზს გაუთანაბრდა. სენდჰეგენის დამარცხებით მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა, რაც ორგანიზაციის ისტორიაში მე-3 საუკეთესო შედეგია. ლეგენდარული ანდერსონ სილვას რეკორდის გამეორებამდე მერაბს მხოლოდ 2 გამარჯვება სჭირდება.