Belive

"როგორც წესი ხამზატი თავის ბრძოლებში ამას არ აკეთებს" - ხაბიბ ნურმაგომედოვი

2 საათის წინ სხვა
1 წთ

ხაბიბ ნურმაგომედოვმა ხამზატ ჩიმაევის ბრძოლაზე ისაუბრა. "არწივმა" ჩიმაევის შეცდომაზე გაამახვილა ყურადღებადა თქვა, რომ პირველივე რაუნდში ჭიდაობაში ზედმეტად ბევრ ენერგიას ხარჯავს.

მე ყოველთვის ერთი და იგივე გეგმა მქონდა. ბრძოლა სულ მიწაზე გადამქონდა. თუ არ გამოვიდოდა, კიდევ 100-ჯერ ვცდიდი.

ხამზატის ბრძოლებში ამას ვერ ვხედავთ. როგორც წესი ის ჭიდაობას მთელი ძალით იწყებს და როდესაც არ გამოსდის, უკვე ძალაგამოცლილი დგომში იწყებს ჩხუბს.

თუმცა, როდესაც პირდაპირ სტრაიკინგით დაიწყო კამარუსთან და გილბერტთან, მას ბევრად უკეთესი ბრძოლები ჰქონდა. - განაცხადა ხაბიბმა

შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიამევი ამ დრომდე დაუმარცხებელი იყო და საშუალო წონის ჩემპიონის ტიტულიც ჰქონდა. UFC 328-ზე ჩიმაევი დაძაბულ ჩხუბში სტრიკლენდთან დამარცხდა და შესაბამისად ტიტულიც დაკარგა.

სხვა სტატიები