"ვულოცავ მერაბს, მისით ვამაყობ" - კორი სენდჰეგენი
მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ კორი სენდჰეგენი პირველ განცხადებას ავრცელებს. ამერიკელის თქმით, მერაბი ძალიან რთული და ძლიერი მეტოქეა. მან ისიც დაამატა, რომ დვალიშვილთან ჩხუბის მოგება სრულიად შესაძლებელია.
მერაბი დივიზიონისთვის ძლიერი სახეა, მისით ვამაყობ. გასულ ღამეს ვერ ვიძინებდი და ბრძოლას ვუყურე. ამ ბრძოლის მოგება შეიძლებოდა. მეორე რაუნდში კინაღამ დამანოკაუტეს. ვულოცავ მერაბს, მან კინაღამ შეძლო იმის გაკეთება, რასაც ამბობდა. ის დივიზიონისთვის კარგი სახეა. ამ ბიჭით ვამაყობ. - ამბობს კორი
Cory Sandhagen praises Merab after his loss: “He’s a strong face for the division—I’m proud of him.” 👏
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) October 7, 2025
"I watched the fight last night because I can't sleep. That's an absolute winnable fight; I just have to not almost get knocked out in the second round. Congrats to Merab—he… pic.twitter.com/5noyfwNI4q
შეგახსენებთ, რომ მერაბმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მესამედ დაიცვა. ამ მიღწევით ის ლეგენდარულ დომინიკ კრუზს გაუთანაბრდა. სენდჰეგენის დამარცხებით მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა, რაც ორგანიზაციის ისტორიაში მე-3 საუკეთესო შედეგია. ლეგენდარული ანდერსონ სილვას რეკორდის გამეორებამდე მერაბს მხოლოდ 2 გამარჯვება სჭირდება.